თბილისში ბინა 5 მილიონ ლარზე მეტად იყიდება. საცხოვრებელი ფართი, ვაკეში, კერძოდ ი. აბაშიძის ქუჩაზე მდებარეობს და 7 ოთახს მოიცავს. მისი ოფიციალური ღირებულება კი 5 378 400 ლარს შეადგენს.
ბინის გაყიდვასთან დაკავშირებული განცხადება გაზეთ „სიტყვა და საქმეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე – ss.ge-ზეა განთავსებული.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბინის საერთო ფართობი 487 კვ. მეტრია და ის ახალაშენებულ კორპუსში, მე-13 სართულზე მდებარეობს.
„იყიდება ვაკეში მდებარე ახალაშენებულ კორპუსში ( აქსისი , ვაკის პარკის მიმდებარედ) 487 კვმ პენტჰაუსი, იდეალურად გარემონტებული , უმაღლესი ხარისხის ავეჯით და ტექნიკით აღჭურვილი. ბინა ყველაზე დახვეწილი და გემოვნებიანი მომხმარებლებისთვის! აღნიშნული აქტივი გათვლილია მხოლოდ ვიპ–კატეგორიის მომხმარებლებზე“, – წერია განცხადებაში.