თბილისში საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ცხოვრობს, არათანაბარი გადანაწილების მიზეზი მრავალგვარია მათ შორისაა სამუშაო ადგილების ნაკლებობა რეგიონებში, ცხოვრების დაბალი დონე, არახელსაყრელი პირობები და.ა.შ. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მოსახლეობის ზრდასთან ერთად, ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა ბინებზე.
გასაყიდი ბინების შეთავაზებები მრავალნაირია – მშენებარე, ახალაშენებული, მეორეული, შავი, თეთრი, თუ მწვანე კარკასით – რომელზე შეაჩერებს არჩევანს მაძიებელი, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია.
საუკეთესო პლატფორმა, სადაც უძრავი ქონების მოძებნა არის შესაძლებელი Area.ge გახლავთ, არეაზე თბილისში გასაყიდი ბინების ყველაზე ფართო არჩევანია. თუ ბინას კონკრეტულ უბანში ეძებთ, შეგიძლიათ მიუთითოთ ადგილმდებარეობა და საიტი მხოლოდ იმ ქონებას შემოგთავაზებთ, რომელიც თქვენს მიერ შერჩეულ ლოკაციაზე იყიდება.
თუ გაინტერესებთ თქვენს მიერ შერჩეული ქონების რეალური საბაზრო ღირებულება, შეგიძლიათ დაიქირაოთ ქონების შემფასებელი ონლაინ და გაიგოთ რამდენად რეალურია ის ფასი, რის გადახდასაც აპირებთ. ამისთვის საჭიროა ეწვიოთ საიტს Area.ge, შეარჩიოთ თქვენთვის საინტერესო შეფასების ტიპი და შეავსოთ აპლიკაცია.
ქონების შეფასება არეაზე სამი სხვადასხვა პრინციპით ხდება. თუ გსურთ, წარმოდგენა შეგექმნათ გასაყიდი, ან შესაძენი ქონების ღირებულებაზე, უნდა მონიშნოთ თქვენს ინტერესებში არსებული ქონების შესაბამისი კრიტერიუმები და პლატფორმაში ჩაშენებული კალკულატორი დაგითვლით უძრავი ქონების მიახლოებით ღირებულებას უკვე განთავსებული მსგავსი განცხადებების მიხედვით – ეს საორიენტაციო შეფასებაა.
თუ თქვენი მიზანია, გაიგოთ გასაყიდი, ან შერჩეული ქონების სარეკომენდაციო ფასი, ამ შემთხვევაში არეაზე უნდა გააკეთოთ განაცხადი და სულ რაღაც 4 საათში, ელექტრონულ ფოსტაზე, მიიღებთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის დასკვნას – აქ საქმე სარეკომენდაციო შეფასებასთან გვაქვს.
იმ შემთხვევაში, თუ გჭირდებათ ქონების რეალური ღირებულების დამადასტურებელი, იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, პროფესიონალური შეფასება თქვენთვისაა. ამისათვის აკეთებთ განაცხადს არეაზე და 1 დღეში იღებთ საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივ ბაზარზე გაყიდული ქონების ანალიზზე დაყრდნობით შედგენილ, სრულფასოვან დოკუმენტს.
მას შემდეგ, რაც იპოვით სასურველ ბინას არეას მეშვეობით, გაიგებთ მის საბაზრო ღირებულებას და მიიღებთ ყიდვის გადაწყვეტილებას შეგიძლიათ, არეადან შეგიძლიათ მოითხოვოთ იპოთეკური სესხი რემონტისთვის. ამისთვის საჭიროა შეავსოთ აპლიკაცია, მიუთითოთ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იმეილი, ტელეფონის ნომერი და დისტანციურად გააგზავნოთ სესხის მოთხოვნა. რამდენიმე სამუშაო დღეში, ბანკის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და დაასრულებს სესხის აღების პროცედურას.
ამრიგად, არეას მეშვეობით შეგიძლიათ მარტივად მოძებნოთ, იყიდოთ და გაარემონტოთ სახლი.
R