2016 წლის 22 აპრილს, 19:30 საათზე სასტუმრო ”რადისონ ბლუ ივერიაში” 2015 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოვების ყოველწლიური, მეთერთმეტე ცერემონია გაიმართება. ღონისძიება Global Idea-ს , გაზეთი The FINANCIAL-ის , საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ქალთა ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციის მხარდაჭერით ხორცილდება.
როგორც ”ფორტუნას” კომპანია Global Idea-დან აცნობეს, გამოკითხვის შედეგები, საქართველოს სავაჭრო პალატის, საერთაშორისო სავაჭრო პალატის, Global Idea-სა და გაზეთ The FINANCIAL -ის წარმომადგენელთა მიერ, გამოკითხულ ექსპერტთა ხმათა დათვლით ჯამდება. ნომინანტი ბრენდების შერჩევა მათი ცნობადობის, პოპულარობის, ასევე კომპანიის მიერ ამ ბრენდთან დაკავშირებით წარმოებული კრეატიული სარეკლამო კამპანიის გათვალისწინებით ხდება.
მათივე ინფორმაციით, ”ოქროს ბრენდი” ავლენს და აჯილდოვებს იმ კომპანიებს, რომლებმაც გასულ წელს ბრენდინგულ საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს. კვლევა ავლენს ბრენდის პოპულარობას. მისი მთავარი ფოკუსი, კომპანიათა მიერ ბრენდის პოპულარიზაციისთვის მიღებულ კრეატიულ გადაწყვეტილებებზეა მიმართული.
”წლევანდელ ღონისძიებას 100-ზე მეტი წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელი პირი დაესწრება. დაჯილდოვების ცერემონიაზე მოწვეულნი არიან საპატიო სტუმრები, სამთავრობო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. გამარჯვებულ კომპანიებს, დიპლომებს და სპეციალურ ჯილდოს – ”ოქროს ბრენდს” ცნობილი სახეები გადასცემენ”, – განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა და აღნიშნეს, რომ მოწვეულ სტუმართა შორის არიან: ბიზნესომბუცმენი გიორგი გახარია, ეკონომიკური სბჭოს აპარატის უფროსი მაია გიორგაძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, სპორტისა და ახლაგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ქეთევან ბოჭორიშვილი და გენადი არველაძე. ასევე კინორეჟისორი და ქალთა ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი ქალბატონი ლანა ღოღობერიძე, ქალთა ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციის დირექტორ ქეთი ალექსი მესხიშვილი, საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, საერთაშორისო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი, ევროპის ფონდის პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე აზიის სავაჭრო სამრეწველო პალატების კონფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი, ”თიბისი ბანკის” მენეჯერი ვახტანგ ბუცხრიკიძე, სოსო ფხაკაძე – ”ვისოლ ჯგუფის” დამფუძნებელი, პაველ სმალინსკი, ჯეოსელის გენერალური დირექტორი, ”რადისონ ბლუ ივერიას” გენერალური დირექტორი ჯონ ლოსასო, 42 გამარჯვებული კომპანიის დამფუძნებლები, ხელმძღვანელი პირები და სხვა…
როგორც Global Idea-ში განმარტეს, წელს, მეორედ, ევროპის ფონდთან ერთად, ”ოქროს ბრენდის” ხარისხის ნიშანი გადაეცემა კონკურსის “2015 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს” გამარჯვებულს. აღნიშნული კონკურსის მიზანია, ლაბორატორიული კვლევებით, იმ საწარმოს გამოვლენა, რომელიც საუკეთესო შედეგებს აჩვენებს სურსათის უვნებლობისა და ეტიკეტების მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით. ცნობისთვის, ”ოქროს ბრენდის” ხარისხის ნიშანი ყოველწლიურად გადაეცემა “წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს” გამარჯვებულებს, რაც გაზრდის მათ ცნობადობას, მომხმარებელთა მხრიდან ნდობას და პროდუქციის გაყიდვებს.
წლევანდელი ღონისძიების რადიო პარტნიორები არიან: ”ფორტუნა” და ”ფორტუნა პლუსი”. ოქროს ბრენდი 2015-ის პარტნიორია ”პაშა ბანკი” და ევროპის ფონდი.
”ოქროს ბრენდის” დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული. მედიაში ხშირად ის ბიზნესის ოსკარად მოიხსენიება. ”ოქროს ბრენდი” რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანია, რომელიც საქართველოში, კომპანია Global Idea -ს და გაზეთ The FINANCIAL -ს ეკუთვნის.