LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჭრეს

237
კრ მზა

თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცმა, ცეცხლსასროლი იარაღით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჭრა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მოქალაქე ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მას სხვა მოქალაქესთან შელაპარაკება მოუვიდა და დაჭრაც შელაპარაკების შედეგად მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმე არაა, ის ფეხის არეშია დაჭრილი და ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g