სასტუმროების ქსელი კარლსონ რეზიდორის ახალი კონცეპტუალური სასტუმრო “რედისონ რედი” საქართველოში ქსელის გაფართოებას გეგმავს.
სამ ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომავალი წლიდან დაიწყება.
15 სართულიან სასტუმროში 120 ნომერი იქნება. მშენებლობის დასრულება 2019 წელს იგეგმება.
ამის შესახებ ”კარლსონ რეზიდორის’’ ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ ჯენკისმა, ეკონომიკის სამინისტროსა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ახალი სასტუმრო დამატებით რამდენიმე ასეულ სამუშაო ადგილს გააჩენს.
“ჩვენს ეკონომიკაში 30 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდება. მივესალმები რეზიდორის ახალ სასტუმროს. რედისორ რედის კონცეფცია არის ძალიან საინტერესო და ეს დამატებით მოზიდავს ტურისტებს,”–განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.
თბილისში, ახალი სასტუროს აშენების შესახებ კომპანიამ ქართულ მხარესთან ხელშეკრულება დღეს გააფორმა.