LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში დააკავეს მაფიის ტიპის დაჯგუფების მხარდაჭერისთვის ინტერპოლით ძებნილი პირი – მისი ექსტრადიცია იტალიაში განხორციელდა

187
მაფია მზა

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­დან იტა­ლი­ა­ში, მათი სა­მარ­თალ­დამ­ცავი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ, მა­ფი­ის ტი­პის დაჯ­გუ­ფე­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის, ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნი­ლი პი­რის ექ­სტრა­დი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, იტა­ლი­ის რეს­პუბ­ლი­კის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ ძებ­ნი­ლი პირი ექ­სტრა­დი­ცი­ის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ინ­ტერ­პო­ლის არ­ხე­ბით, მის მი­მართ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი იტა­ლი­ის რეს­პუბ­ლი­კის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ მა­ფი­ის ტი­პის დაჯ­გუ­ფე­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის, უკანონო შემოსავლის  ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის­თვის, კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვის­თვის, კი­ბერ­თაღ­ლი­თო­ბის­თვის, და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბის­თვის და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, გა­სა­ღე­ბის­თვის იძებ­ნე­ბო­და.

„იტა­ლი­ის რეს­პუბ­ლი­კის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ იტა­ლი­ის რეს­პუბ­ლი­კა­ში მოქ­მე­დებ­და მა­ფი­ის ტი­პის კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა „ნდრან­გე­ტა,“ რო­მე­ლიც ხა­სი­ათ­დე­ბო­და იერ­არ­ქი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რით, ხოლო დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი მოქ­მე­დებ­დნენ მკაც­რად ჩამოყალიბებული წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

2015 წლის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში ძებ­ნი­ლი პირი აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და მო­ნა­წი­ლე­ობ­და სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი და ჯგუ­ფის სხვა წევ­რე­ბი ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის, ნარ­კო­ტი­კუ­ლი, თაღ­ლი­თო­ბის, გა­მო­ძალ­ვის და სხვა და­ნა­შა­ულ­თა ჩა­დე­ნის გზით დაჯ­გუ­ფე­ბი­სათ­ვის ფი­ნან­სუ­რი სარ­გებ­ლის სის­ტე­მა­ტუ­რად მი­ღე­ბას.

ძებ­ნი­ლი პირი, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის იტა­ლი­ის რეს­პუბ­ლი­კა­ში ექ­სტრა­დი­ცია და­საშ­ვე­ბად იქნა ცნო­ბი­ლი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით.

2023 წლის 16 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა მი­ი­ღო სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პი­რის იტა­ლი­ის რეს­პუბ­ლი­კა­ში ექ­სტრა­დი­ცი­ის თა­ო­ბა­ზე, რის შემ­დგო­მაც ძებ­ნი­ლი პირი სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ გა­და­ე­ცა იტა­ლი­ის რეს­პუბ­ლი­კის კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორგანოების წარ­მო­მად­გენ­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ხა­ტავს მზად­ყოფ­ნას, ძებ­ნი­ლი პი­რე­ბის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­დგე­ნის მიზ­ნით, მო­მა­ვალ­შიც წარ­მა­ტე­ბით ითა­ნამ­შრომ­ლოს პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნო­ებ­თან,“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები