თბილისში, შალვა დადიანის ქუჩაზე ხე წაიქცა. წაქცეული ხე იქვე პარკირებულ ავტომობილებს დაეცა და მნიშვნელოვნად დააზიანა.
დაზიანებული ავტომობილები ამავე ტერიტორიაზე მდებარე N4 ბაგა-ბაღის მასწავლებლებსა და მშობლებს ეკუთვნით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ასევე, ხის წაქცევის გამო დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.