ორი მოზარდი, ბარბარე ლაფაჩი და თეკლა ხომასურიძე, რომელსაც დღეს დილიდან ეძებდნენ, იპოვეს. ამის შესახებ „ფორტუნას“ ინფორმაცია ერთ-ერთი მოზარდის დედამ, დაკო ლაფაჩიმ დაუდასტურა.
„გოგონები იპოვეს. დეტალები, სად იმყოფებოდნენ და რატომ ვერ გამოდიოდნენ კონტაქტზე, არ ვიცი. ახლა დამირეკეს პოლიციის განყოფილებიდან და მეც უნდა მივიდე ადგილზე. დიდი მადლობა თქვენ და ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩვენი ამბავი“, – ამბობს დაკო ლაფაჩი „ფორტუნასთან“.
დაკარგული მოზარდების პოვნის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში მოქალაქე თეო ბარბაქაძემ გაავრცელა.
„ჩემთან ერთად არიან დაკარგული ბავშვები და დამიკავშირდეს მშობლები“
ჩემთან ერთად არიან დაკარგული ბავშვენი და დამიკავშირდეს მშობლებიი🙏🏻
Posted by Teo Barbaqadze on სამშაბათი, 15 აპრილი, 2025