LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში დამალული საოცრება – მოგზაურთა პორტალი ყველას ძველი ქალაქის სანახავად ეპატიჟება

968

თბილისში დამალული საოცრება – მოგზაურთა პორტალი „Red Fedora Diary” ყველას ძველი ქალაქის სანახავად ეპატიჟება. თბილისი ნამდვილი კონტრასტების ქალაქია. აქ სიძველე და თანამედროვეობა ძალიან ორგანულად თანაარსებობს. არქიტექტურული შედევრები, რითაც ადგილობრივები ძალიან ამაყობენ ძირითადად მე-19 საუკუნეშია შექმნილი. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც დედაქალაქი თავიდან აშენდა და ევროპული სტანდარტების გაზიარება დაიწყო. მართალია, ქალაქს უამრავი ლამაზი უბანი აქვს, თუმცა მოხატული დერეფნები არის ის სასწაული, რომლის უნახაობაც დაუშვებელია.

გამოცემა წერს, რომ  ულამაზესი დეკორაცია თანამედროვე ქალაქის დამალული საოცრებაა. მე-19 საუკუნეში ფეშენებელური სახლების აგება მოდაში იყო. ამიტომ ყველა მდიდარი ადამიანი ცდილობდა, სხვისგან გამორჩეული, უნიკალური სახლი ქონოდა. ამას ისინი, როგორც წესი, უცხოელი არქიტექტორების დაქირავებით ახერხებდნენ. ევროპული და ქართული იდეების არევა კი დერეფნების კოსმოპოლიტურ სტილში გამოიხატა. სწორედ ამიტომ, ძველი თბილისის ძველ სახლებში ადგილობრივ თემატიკასთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ამოცნობაც შეიძლება. სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ დღესდღეობით ნაშრომთა დიდი ნაწილი განადგურებულია და შედევრების ნახვა მხოლოდ რამდენიმე ადგილსაა შესაძლებელი. ამიტომ, გამოცემა ყველა მოგზაურს ამ საოცრების სანახავად წასვლას ურჩევს, თან უმჯობესია, თუკი ამას რაც შეიძლება მალე დაგეგმავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g