LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში დღეს აბრეშუმის გზის პირველი ფორუმი გაიხსნა

74

32 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია და 1000-ზე მეტი სტუმარი, – თბილისში დღეს აბრეშუმის გზის პირველი ფორუმი გაიხსნა.

ფორუმის გახსნამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ღონისძიების მაღალი რანგის სტუმრებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს სტუმრობენ – ჩინეთის სინძიან-უიღურეთის ავტონომიური რეგიონის გუბერნატორი შუქრათ ზაქირი; აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი აბიდ შარიფოვი; ყირგიზეთის ვიცე-პრემიერი ვალერი დილი; აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბრიუს ენდრიუსი; გაერთიანებული საამიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების მინისტრი, შეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ-ნაჰაიანი; აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვენჩაი ჟანგი; ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ლასო ბარანია; “ეკონომისტის“ წარმომადგენელი ერნანდო დე სოტო და მსოფლიოს საინვესტიციო კომპანიების პირველი პირები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g