LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში დღეს და 7 იანვარს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 3 საათამდე იმუშავებს და მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

196
1054038999

თბილისში, 1 და 7 იანვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 3:00 საათამდე იმუშავებს და გახანგრძლივებულ საათებში მგზავრობა უფასო იქნება. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.

“საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი როგორც ახალი წლის, ასევე შობის ღამეს, პირველ და 7 იანვარს, 03:00 საათამდე მოემსახურება მგზავრებს. გახანგრძლივებულ საათებში, რა თქმა უნდა, მგზავრობა იქნება უფასო, რაც მისასალმებელია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ეს ეხებათ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს, ვინც ახალი წლის ამ მნიშვნელოვან საათებში გააგრძელებს მუშაობას და მოემსახურება ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს,” – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები