LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ძარცვის ბრალდებით არასრულწოვანი დააკავეს

96
ქურდობა

თბილისში პოლიციამ ძარცვის ბრალდებით არასრულწლოვანი, 2001 წელს დაბადებული გ.კ. დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანმა თბილისში, ა. პოლიტკოვსკაიას  ქუჩაზე, ერთ-ერთ მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ნაძარცვი ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

უწყების ცნობით, გამოკითხვისას გ.კ.-მ მის მიერ იმავე დღეს ჩადენილი ძარცვის კიდევ ორი ფაქტი აღიარა. კერძოდ, არასრულწლოვანი ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე სავაჭრო ჯიხურებიდან რამდენიმე კოლოფ სიგარეტს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

გამოძიება ძარცვის ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან  6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g