თბილისში სწრაფი კვების ამერიკული რესტორანი ”ელვისი” დაიხურა. ობიექტი, რომელიც მელიქიშვილის ქუჩაზე, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქირავდება.
უძრავი ქონება გასაქირავებლად კომპანია Colliers International Georgia-მ უკვე გამოიტანა. რესტორნის ღირებულება თვეში 15 ათასი დოლარია, გასაქირავებელი ფართი კი – 650 კვადრატული მეტრი.
შეგახსენებთ, სწრაფი კვების რესტორნების ამერიკული ბრენდი ELVIS American Diner თბილისში 2009 წელს შემოვიდა.