2017 წლის 8-9 დეკემბერს გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯია“ -ში ჩატარდება ორი საერთაშორისო გამოფენა ერთ სივრცეში, მე -11 პავილიონში – Elcomm Caucasus 2017 და AquaTherm Tbilisi 2017.
გამოფენები უკვე მეოთხედ იმართება ”ექსპო ჯორჯიაში”. Elcomm Caucasus 2017 და AquaTherm Tbilisi 2017 -ის ორგანიზატორი: საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“; Elcomm Caucasus 2017 და AquaTherm Tbilisi 2017 -ის მხარდამჭერი: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.
გამოფენაში მონაწილებს მიიღებს 26 კომპანია 8 ქვეყნიდან – საქართველოდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და ირანიდან.
გამოფენაზე წარმოადგენილია პროდუქტები და სერვისები შემდეგი დარგებიდან: ენერგეტიკა, ელექტრონული და ჰიდრო-ენერგეტიკა, ინჟინერია, გათბობა-კონდიცირება და კომუნიკაცია.
Elcomm Caucasus 2017 და AquaTherm Tbilisi 2017 გამოფენების მიზანია, შემოიტანოს საქართველოში უახლესი ტექნოლოგიები და საერთაშორისო გამოცდილება, დააკავშიროს ერთმანეთს ქართული და საერთაშორისო კომპანიები და ხელი შეუწყოს ქვეყანაში ამ დარგების განვითარებას.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ენერგეტიკის სექტორი საქართველოში ინვესტიციების თვალსაზრისით ერთ–ერთი ყველაზე მიმზიდველი დარგია, შესაბამისად გაიმართება კონფერენცია- “განახლებადი და ალტერნატიული ენერგეტიკა 2017”- კონფერენციაში დარგის წამყვანი 16 სპეციალისტი იღებს მონაწილეობას. კონფერენციის ორგანიზატორი-ალტერნატიული ენერგეტიკის ასოციაცია. გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯია“-ს გუნდი გამოფენის ფარგლებში აწყობს B2B შეხვედრებს მონაწილე კომპანიებისთის.
8 დეკემბერს, 11:00 საათზე, მე-11 პავილიონში გაიმართება გამოფენის გახსნის ოფიციალური ნაწილი.