თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
შემთხვევა მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში მოხდა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.