LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ერთ-ერთი ბარის დაცვის თანამშრომლები დააკავეს, რომლებმაც სტუმრები ცემეს 

324
BeFunky-collage - 2020-09-03T103132.086
თბილისში, ერთ-ერთი ბარის დაცვის ორმა თანამშრომელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სტუმრები სცემეს. ორივე თანამშრომელი დაკავებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით, 2 პირი – 1993 წელს დაბადებული ლ.ს. და 2001 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში დაცვის თანამშრომლებად მუშაობდნენ, მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ამავე ბარის სტუმრების, 1986 წელს დაბადებული ორი პირის – ი.ფ.-სა და ი.გ.-ს მიმართ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური ძალადობა განახორციელეს. მომხდარის შედეგად, ი.ფ.-მ და ი.გ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ”, – ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g