18 დეკემბერს თბილისში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსეტი ჩამოვა.
„ვიზიტის მიზანია ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელების პირობების უზრუნველყოფა ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ.