LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ფარმაცევტული საწარმო გაიხსნება

99

თბილისში ფარმაცევტული საწარმო გაიხსნება. როგორც “ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს,  სს „ბიომედიკალს გეო“ 10 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ფარმაცევტულ  საწარმოს შექმნის. საწარმოში 50 ადამიანი დასაქმდება.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ სს „ბიომედიკალს გეოს“ საკუთრებაში 500 000 ლარად ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე 2802 კვ.მ  და აკადემ-ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე 18966 კვ.მ, მიწის ნაკვეთი  გადასცა.

აღნიშნულ ქონებაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 42 თვის ვადაში შეიქმნება და ფუნქციონირებას დაიწყებს  ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი საწარმო.

პოპულარულები