თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურზე ხანძარია. როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, 3 ადამიანი დაშავდა. აფეთქების საფრთხე მოხსნილია. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. მიზეზს გამოძიება დაადგენს.
ადგილზე, ამ დროისათვის, მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.