თბილისში ცნობილი ფრანგული ბრენდის, BRICORAMA-ს სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი გაიხსნა. ეს არის რიგით პირველი ჰიპერმარკეტი, რომელიც ფრანგულმა ბრენდმა ევროპის კავშირის გარეთ გახსნა.
„ბრიკორამას“ წარმომადგენლების ინფორმაციით, ჰიპერმარკეტი არის “აკეთე შენით” ე.წ. DIY (do-it-yourself) კონცეფციის, რაც განსაკუთრებულად უმარტივებს მომხმარებელს აშენების, რემონტის, სახლისა და ეზოს მოწყობის პროცესს.
მათი განცხადებით, ჰიპერმარკეტში ნაყიდი მასალებით ყველას აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა საკუთარი „საოცნებო სივრცის“ შექმნაში. ჰიპერმარკეტის ძირითადი მიმართულებებია: სამშენებლოდა სარემონტო მასალები, ელექტროობა, სანტექნიკა და აქსესუარები, მოსაპირკეთებელი მასალა, იატაკი და ფილები, შპალერი, ელექტრო და ხელის ინსტრუმენტები, ლაქ-საღებავები, განათება, ეზოს ავეჯი, ეზოსა და ბაღის მოვლისა და მოწყობის საშუალებები, დეკორაცია და ასევე, მრავალი სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტის ფართო არჩევანი.
მარშალ-გელოვანის გამზირზე მდებარე პირველი ე.წ ”სითი ფორმატის” სარემონტო ჰიპერმარკეტი, სადაც 30 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტია წარმოდგენილი, 7 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდა.
ცნობისთვის, „ბრიკორამამ“ პირველი მაღაზია 1975 წელს გახსნა საფრანგეთში და დღეს ის ევროპის მასშტაბით უკვე 200-ზე მეტი ჰიპერმარკეტის მფლობელია. აღსანიშნავია, რომ ჰიპერმარკეტი თბილისში ფრანგულის ზუსტი ანალოგია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ბრენდის შემოსვლით ევროსტანდარტის პროდუქცია გაცილებით ხელმისაწვდომი ხდება საქართველოს მოსახლეობისთვის და, რაც მთავარია, ყველა საფასო კატეგორიის მომხმარებელი შეძლებს, რომ იპოვოს მისთვის სასურველი პროდუქტი.