LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში გაიმართება შეხვედრა „ხელოვნური ინტელექტი ქართული ბიზნესისთვის“

110
ხელოვნური-ინტელექტი

27 მარტს, 17:00 საათზე, სასტუმროში „Pullman Tbilisi Axis Towers“, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით, ქართული კომპანიების უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის გაიმართება შეხვედრა „ხელოვნური ინტელექტი (AI) ქართული ბიზნესისთვის“.

შეხვედრის მიზანი ქართულ ბიზნესში ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ტექნოლოგიების ათვისების ტემპის დაჩქარებაა.

შეხვედრაზე ქართველი და მოწვეული სპიკერები (წამყვანი საერთაშორისო კომპანიებიდან, მათ შორის Google-დან) ყურადღებას გაამახვილებენ შემდეგ საკითხებზე:

  • როგორ არის შესაძლებელი მონაცემების და ხელოვნური ინტელექტის უკეთესად, მალე და მარტივად გამოყენება კომპანიაში
  • როგორია ხელოვნური ინტელექტის და მონაცემების გამოყენების უცხოური წარმატებული გამოცდილება
  • ვინ მუშაობს საქართველოში ხელოვნურ ინტელექტზე და როგორ არის შესაძლებელი მათთან თანამშრომლობით ხელოვნური ინტელექტის/მონაცემთა ტექნოლოგიების დანერგვა კომპანიაში.

გაეცანით დღის წესრიგს აქ.

ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია.

magti 5g