LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში გამოძახებაზე სასწრაფოს ადგილზე მისვლის დრო გაიზარდა – აუდიტი

109

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასწრაფო დახმარების სისტემის აუდიტი ჩაატარა, შედეგები კი დღეს ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა მოისმინეს. კვლევაში კონკრეტული რეკომენდაციებიცაა.

როგორც დოკუმენტის ავტორებმა განაცხადეს, თბილისში 2012-2013 წლებთან შედარებით, 2015 წლისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებაზე მისვლის დრო 19-დან 22 წუთამდე გაიზარდა, რაც პრობლემაა.

ასევე, პრობლემად დასახელდა ბრიგადების გეოგრაფიულად განაწილების საკითხი და დისპეჩერიზაცია.

აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ გამოვლენილ პრობლემებზე რეკომენდაციები წლების წინ გასცეს, თუმცა მათი ნაწილი ამ დრომდე შეუსრულებელია.

ღონისძიებას ჯანდაცვის მონისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძეც ესწრებოდა, რომელსაც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის თხოვნით მიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g