LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში გარე რეკლამების განთავსების უფლების მოპოვებაზე აუქციონი გამოცხადდა

59
606c90b704ca1

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში რეკლამების განთავსების საპრივატიზაციო უფლების მოპოვებაზე აუქციონი გამოცხადდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საპრივატიზაციო უფლება დედაქალაქის ტერიტორიაზე 15 წლის განმავლობაში, გარე რეკლამების განთავსებას ითვალისწინებს. მისივე თქმით, აღნიშნული აუქციონიდან თბილისის მერია გარკვეულ შემოსავალს მიიღებს, რაც დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა პროექტის განხორციელებას მოხმარდება.

„თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეკლამების განთავსების უფლების მოპოვებაზე აუქციონი ორი დღის წინ გამოვაცხადეთ. დაინტერესებულ პირებს ერთი თვის განმავლობაში, აქვთ შესაძლებლობა, აუქციონთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ. თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე მზადაა და თუ ვინმეს რაიმე ინტერესი აქვს, შეგიძლიათ მოგვმართოთ და დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ. საპრივატიზაციო უფლება 15 წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამების განთავსებას მოიცავს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, საპრივატიზაციო უფლების მოპოვების საწყისი ღირებულება 32 მლნ ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g