თბილისში, ისანში CO-ს ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი გორელი ძმების სახლი გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ქურდობის ფაქტს ადასტურებენ. თუმცა ამბობენ, რომ გამოძიება გრძლდება და ჯერ არ არის დადგენილი, სახლიდან თანხა როდის მოიპარეს.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუქტნით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს ბინაში უკანონო შეღწევის გზით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
31 იანვარს თბილისში, ისანში, ქეთევან წამებულის გამზირზე გაზით 7 ადამიანი გარდაიცვალა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქურდობა მათი დაკრძალვის დროს მოხდა.