LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ღამის ეკონომიკის ფორუმი ჩატარდება

120

დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების კვირეულის ფარგლებში, 30 ნოემბერიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, თბილისში ღამის ეკონომიკის ფორუმი ჩატარდება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მოწვევა გაგზავნილია ღამის ეკონომიკაში ჩართული 12 ქვეყნისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საორგანიზაციო პროცესი და ზუსტდება დეტალები. მერიაში აღნიშნავენ, რომ 29 ნოემბერს ასევე გაიმართება ეკონომიკის განვითარების ფორუმი ადგილობრივ დონეზე.

ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელის, სერგი გვარჯალაძის ინფორმაციით, ღამის ეკონომიკის ფორუმი – Tbilisi Night ძირითადად მომავალი წლების ღონისძიებების სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g