LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ჰაერში ტყვიის შემცველობა 5-ჯერ შემცირდა, შემცირებულია სხვა ქალაქებშიც

83

თბილისში, ჰაერში ტყვიის შემცველობის დონე 5-ჯერ არის შემცირებული, ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ტყვიის შემცველობა ჰაერში სხვა ქალაქებშიც შემცირდა. ატმოსფერულ ჰაერში აღნიშნული ქიმიური ელემენტის  შემცველობა 4 ქალაქში ისაზღვრება : თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი. აღსანიშნავია, რომ ამ ქალაქებში 2016 წელს ტყვიის საშუალო თვიური კონცენტრაციის ნორმაზე (0.0003 მგ/მ3) გადაჭარბების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ქალაქ ბათუმში 2016 წელს ტყვიის საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ შეადგინა 0.00006 მგ/მ3.

ბათუმში ჰაერში ტყვიის შემცველობა ისაზღვრება 2014 წლიდან. წინა წლებთან შედარებით 2016 წელს აღინიშნა კონცენტრაციის კლების ტენდენცია (2014 წელი – 0.00021 მგ/მ3, 2015 წელი – 0.00016 მგ/მ3).

ქალაქ რუსთავში 2016 წელს ტყვიის საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ შეადგინა 0.00010 მგ/მ3. რუსთავში ჰაერში ტყვიის შემცველობა ისაზღვრება 2014 წლიდან. წინა წლებთან შედარებით 2016 წელს აღინიშნა კონცენტრაციის კლების ტენდენცია (2014 წელი – 0.00013 მგ/მ3, 2015 წელი – 0.00017 მგ/მ3).

ქალაქ ქუთაისში ტყვიის საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ 2016 წელს შეადგინა 0.00008 მგ/მ3. ქუთაისში ჰაერში ტყვიის შემცველობა ისაზღვრება 2014 წლიდან და მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ის დაახლოებით ერთ დონეზე რჩება (2014 – 0.00008 მგ/მ3, 2015 – 0.00009 მგ/მ3).

თბილისში ტყვიის საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ 2016 წელს 0.00004 მგ/მ3 შეადგინა. სააგენტოს ინფორმაციით ტყვიის კონცენტრაცია ჰაერში 2015 წელთან შედარებით 5ჯერ არის შემცირებული.

ქალაქ თბილისში ჰაერში ტყვიის შემცველობა 2008 წლიდან ისაზღვრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g