LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ჰაერში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას არ აღემატება

93
ჰაერის ხარისხის

თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას არ აღემატება – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

“27 და 28 თებერვალს, ასევე პირველ, 2 და 3 მარტს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 4 მარტს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ.ქუთაისში 1.7-ჯერ, ხოლო 5 მარტს ქ.ქუთაისში – 2.6-ჯერ და ქ.ბათუმში 1.9-ჯერ.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზზე 1,1-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმში- უმნიშვნელოდ. ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: წერეთლის გამზირი N108, N24 ბაგა-ბაღთან, წერეთლის გამზირი N88, N155-ე საჯარო სკოლასთან, მირცხულავას ქ. N4, N22-ე საჯარო სკოლასთან, ვარკეთილი-3, II მიკრორაიონი, N78-ე საჯარო სკოლასთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.”- წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g