LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება 7.11 ლარი გახდა

195
ხაჭაპური

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი 2024 წლის იანვრის ხაჭაპურის ინდექსს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება, 2023 წლის დეკემბერთან შედარებით, 2%-ით გაიზარდა და საშუალოდ 6.62 ლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში, 2023 წლის იანვართან შედარებით კი, ღირებულება 4.6%-ითაა შემცირებული.

ხაჭაპურის მომზადების ფასი, ქალაქების მიხედვით, 6.40 ლარსა (ბათუმი) და 7.11 ლარს (თბილისი) შორის მერყეობს.

ანალიზი აჩვენებს, რომ წლიურად ხაჭაპურის თითქმის ყველა ინგრედიანტის ფასმა მოიმატა: საფუარი (+13.6%), რძე (+11.6%), კარაქი (+10.4%), კვერცხი (+3.7%). გამონაკლისს წარმოადგენს ყველი (-9.5%) და ფქვილი (-5.1%), რომელთა ფასები წლიურ ჭრილში შემცირდა.

წლის ამ პერიოდში ფასები ტრადიციულად იზრდება, რადგან რძის ადგილობრივად წარმოება მცირდება, რის გამოც რძის ფხვნილის, რძის ნაღებისა და რძის სხვა  პროდუქტების იმპორტი იზრდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები