LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში კავკასიური სამკაულის კვლევის სახელოსნო იხსნება – მიზანი ტრადიციული ოქრომჭედლობის განვითარებაა

363
ipiccy-image

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TİKA)-ს მიერ დაფინანსებული პროექტის ,,კავკასიური სამკაულის კვლევის სახელოსნო” ოფიციალური გახსნა გაიმართება ოთხშაბათს,  16 ივნისს, 15:00 საათზე  გალაქტიონ ტაბიძის # 18 -ში კვლევით ცენტრის შენობაში.

პრეზენცატიაზე სიტყვით გამოვლენ:

  • ფათმა ჯერენ იაზგანი – თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში;

  • ნეჯლა დემირდაღ – თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს  (TİKA)-ს თბილისის ოფისის კოორდინატორი;

  • ნინო ანდრიაშვილი – „კავკასიური კულტურის კვლევის ცენტრის“ დამფუძნებელი, მხატვარ-დიზაინერი, საეკლესიო კედლის მხატვრობის სპეციალისტი, არაერთი სამუზეუმო კატალოგის შემქნელი, სამუზეუმო სივრცის დიზაინერი;

  • ნინო მამულაშვილი – „კავკასიური კულტურის კვლევის ცენტრის“ დამფუძნებელი, კოლექციონერი, ტურიზმისა და სარესტორნო მენეჯმენტის სპეციალისტი;

  • ლუარსაბ ტოგონიძე – „კავკასიური კულტურის კვლევის ცენტრის“ დამფუძნებელი, ეთნოგრაფი, საქართველოს უახლესი ისტორიის მკვლევარი, რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი, ფოტოხელოვანი, კომპანია „სამოსელი პირველის’ დამფუძნებელი, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი.

,,კავკასიური სამკაულის კვლევის  სახელოსნოს” მიზანია ტრადიციული ოქრომჭედლობის განვითარება, პოპულარიზაცია, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ. ასეგე კავკასიური კულტურის როგორც მსოფლიო კულტურული მონაპოვარის გადარჩენა, დაცვა და პოპულარიზაცია. პროექტი ხელს უწყობს თურქულ და კავკასიურ კულტურებს შორის ურთიერთდიალოგს, მიზნად ისახავს ხელოვნების სფეროში მათი თანამშრომლობის გაძლიერებასა და დაახლოებას.

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია:

  • ტრადიციის შენარჩუნება და პოპულარიზაცია – პროექტი ხელს შეუწყობს ტრადიციული კავკასიური სამკაულის შესახენ გაქრობის პირას მყოფი ცოდნისა და გამოცდილების შენარჩუნებას და გაგრძელებას, ვერცხლისმჭედლობის და სამკაულების შექმნის ხელობის პოპულარიზაციას ახალ თაობაში;

  • საოქრომჭედლო ნიმუშების საფუძვლიანი შესწავლა;

  • საარქივო და სამეცნიერო მასალაზე დაყრდნობით ბაზის შექმნა სახელოსნოსთვის;

  • სამკაულის ძველი ნიმუშების ასლების დამზადება, ასევე ახალი შემოქმედებითი მიმართულების დანერგვა;

  • პროფესიული სწავლება – 3 თვის მანძილზე 15-20 სტუდენტს ჩაუტარდება პროფესიული თეორიული და პრაქტიკული ლექციები, სადაც სტუდენტები გაიცნობენ, გააანალიზებენ და შეისწავლიან კავკასიის რეგიონის უნიკალურ, მდიდარ კულტურას და შემდგომ ამ სფეროში დასაქმებას შეძლებენ.

  • სპეციალურად თურქეთიდან მოწვეული სამკაულის ექსპერტები ჩაატარებენ თეორიულ და პრაქტიკულ ლექციებს.

უფრო ვრცლად პროექტი შესახებ:

(TİKA)-ს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ,,კავკასიური სამკაულის კვლევის  სახელოსნო”-ში, დაგეგმილია საოქრომჭედლო ნიმუშების საფუძვლიანი შესწავლა და კლასიფიკაცია, კავკასიის ხალხთა შორის მსგავსებისა და განსხვავების ანალიზი, საარქივო და სამეცნიერო  მასალაზე დაყრდნობით  ბაზის შექმნა სახელოსნოსთვის, რომელიც შეძლებს  არამხოლოდ ძველი ნიმუშების ასლების დამზადებას, არამედ საფუძველს ჩაუყრის ახალ შემოქმედებით მიმართულებას.

ძველი ტრადიციების თანამედროვე  კულტურულ სფეროში მოღვაწე მეცნიერებისა და გამოცდილი ხელოსნების საშუალებით, სახელოსნოში ინტენსიურად წარიმართება საგანმანათლებლო პროცესი, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული მიმართულებით.

(TİKA)-ს მხარდაჭერით, სახელოსნო აღიჭურვა ისეთი ხელსაწყო-დანადგარებით, რომელიც ტექნოლოგიური პროცესის გაერთიანების საშუალებას გვაძლევს, სადაც იდეიდან დაწყებული  მზა პროდუქციის შექმნით დამთავრებული, ყველა საჭირო სამუშაო ერთ სივრცეში განხორციელდება.

კავკასიური სამკაულის კვლევის სახელოსნოს გახსნის იდეა „კავკასიური კულტურის კვლევის ცენტრს“ ეკუთვნის, რომელიც საიუველირო კომპანია „კებზართან“  თანამშრომლობით გაიხსნა.

TİKA- შესახებ:

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TİKA) თურქეთის მთავრობაზე დაქვემდებარებული საერთაშორისო ტექნიკური დახმარების ორგანიზაციაა. დაარსდა 1992 წელს. დღეისათვის TİKA 60 ქვეყანაში საქმიანობს, 62 საკოორდინაციო ოფისით. TİKA-ს თბილისის პროგრამის საკოორდინაციო ოფისი 1994 წელს გაიხსნა. განვლილი 26 წლის მანძილზე, ორგანიზაციას საქართველოში 600-ზე მეტი დიდი და მცირე პროექტი აქვს წარმატებით განხორციელებული. TİKA საქართველოში ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკური, ადმინისტრაციულ და კულტურულ ინფრასტრუქტურის განვითარებას. სწორედ ასეთი პროექტია „კავკასიური კულტურის კვლევის ცენტრის“ მიერ წარმოდგენილი ,,კავკასიური სამკაულის კვლევის  სახელოსნო’’ .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g