LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ხეების ჭრის პროცესი გრძელდება

9ADEF03A-0147-4189-AA04-CFFD6C2BF8D8_w1023_r1_s

დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ხეების ჭრის პროცესი გრძელდება. სანიტარული ჭრები 28 იანვრიდან პირველ ეტაპზე, ცენტრალურ უბნებში – კარტოზია-ცინცაძის კვეთაზე, ბახტრიონის ქუჩის ასახვევთან და მოსკოვის გამზირზე ჩატარდება, რომლის შემდეგ, მთელი თბილისის მასშტაბით განხორციელდება.

სამუშაოების ფარგლებში, მოიჭრება 20 000-ზე მეტი ძირი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარე. აღნიშნული ხეები მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა.

თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, ეზოებში არსებული დაავადებული და ხმობადი ფიჭვების შესახებ ინფორმაცია, ფოტოსურათთან ერთად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს მიაწოდოს, რათა მათზე დროული რეაგირება მოხდეს.

მერიიც ნობით, დედაქალაქის შემოგარენში და საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში ფიჭვები ამ სახეობისთვის განკუთვნილ ბუნებრივ არეალში არ იყო გაშენებული, რის გამოც, 1997-1998 წლებიდან მათი ინტენსიური ხმობა დაიწყო. ფიჭვების ხელოვნური გაშენებისას დარღვეულია აგროტექნიკური პირობები, ნერგების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს მთავარღერძიანი ფესვი, რის გამოც, თხელ, განუვითარებელ ნიადაგზე და ხშირ შემთხვევაში, აფეთქებების შედეგად წარმოქმნილ ორმოებში ზედაპირული ფესვთა სისტემაა განვითარებული.

“აღნიშნული მიზეზებისა და კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე, ფიჭვის ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ეკოლოგიური პირობები დაირღვა, რამაც ფიზიოლოგიური პროცესებისა და გამძლეობის დაქვეითება განაპირობა,” – ნათქვამია გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, “ფორტუნა” დაავადებული ფიჭვების და მათი საფრთხის შესახებ ჯერ კიდევ ზაფხულში წერდა. ნახეთ ამ თემაზე “ფორტუნას” სიუჟეტი:

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/2134256326599185/?hc_ref=ARRmtRc5rNxmDEcyCf4hepca48k3rpAzkxycv_rgc0yvmNyJYlDZEXKcTqHcHEVAgOo&__xts__[0]=68.ARBhjn2zm9R8FrWSoNywGUe8nQQT3gaeyXQ435R18q01RW1gUSWtIy9jdrxbhvDcYlm0agWBJUJr8PernSpg9Uomb7cSqh-Yj9b0fu7bx3HIiWX6uPDDYg9td2yu3gFQ5bYOkSOfYgI4V1hRcq-PRpQTyOP351-yaTa1Pr_myKfCBT7KLhvVfiA6RVDpWRseujB3XTQ_KTW-WtVx_qjoVrbUWzpum6oEUvLtvwLACwQb54KSkPRHxOPmECcSBoKzHf_izhLCiI_lOgNJcf21L-1OcPPaDf8A5LlcFLFgYagc-m5Lmk-pXTa3bexqv-5EzlpIofeMPNmSliei&__tn__=FC-R

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g