LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ხუთი ბაღი ავარიულ შენობებში ფუნქციონირებს

93

თბილისში 13 ავარიული ბაღია, რომლებიც აღდგენას არ ექვემდებარება. ისინი მომავალ წელს დაინგრევა და მათ ადგილას ახალი ბაღები აშენდება, – ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ განაცხადა, რომელმაც საკრებულოს დეპუტატებს ცხრა თვის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

სააგენტომ პირველ არხს იმ ბაღების ჩამონათვალი გადასცა, რომელთა დანგრევა და ახალი შენობებით ჩანაცვლება მომავალ წელს იგეგმება. ეს ბაღებია: N6, N10 , N14, N19, N26, N28, N43, N47 , N84, N96, N 109, N125, N26 „ვარკეთილის მეურნეობა“.

მათგან ნაწილი დახურულია, სააღმზრდელო პროცესი გრძელდება, მე-14, 28-ე, 43-ე, 96-ე და 26-ე ბაღებში.

ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, მათ აქვთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად აღნიშნულ დაწესებულებებში ყოფნა აღსაზრდელებისთვის ამ ეტაპზე უსაფრთხოა და ბავშვებს ამ შენობაში სიარული მომავალი წლის იანვრამდე შეუძლიათ. იანვრიდან დაგეგმილია მათი გადაყვანა ალტერნატიულ ფართებში, რის შემდეგაც ავარიული შენობები დაინგრევა და ახალი აშენდება.

რაც შეეხება 10 ბაღს, რომელთა აღდგენა და რეაბილიტაცია ასევე მომავალ წელსაა დაგეგმილი, ეს ბაღებია: N2, N4, N21, N55, N155, N3, N66, N100, N119, N126, N170, N200, N144, N150, მხედველობადაქვეითებულთა ბაღი, სმენადაქვეითებულთა ბაღი.

ამასთან, კახა გვანცელაძის ინფორმაციით, 2019 წელს დამატებით აშენდება კიდევ 10 საბავშვო ბაღი. ანგარიშში ნათქვამია, რომ წელს დედაქალაქში ცხრა ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, რის შედეგადაც სამი ათასი დამატებითი ადგილი გაჩნდა.

დღეს დედაქალაქში 180 საჯარო ბაღი ფუნქციონირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g