თბილისში, კიევის ქუჩაზე სროლა იყო.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად ერთი ადამიანია დაიჭრა.
როგორც „ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი, 236-ე და 19,108-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს.