LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში კლინიკა „ჯერარსი“ გაიხსნა

768
54522601_1042769405930882_7054716695461494784_n

დღეს ჩვენ ვხსნით ობიექტს, რომელშიც ინვესტირებულია 40 მილიონ ლარზე მეტი, ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ ინვესტორებს სწამთ საქართველოში ეკონომიკური ზრდის და იმ პოლიტიკის, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კლინიკა „ჯერარსის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეორე ასეთი მაღალი სტანდარტის მრავალპროფილიანი კლინიკა იხსნება, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლება ჯანდაცვის მიმართულებით სწორ და შედეგებზე ორიენტირებულ პოლიტიკას აწარმოებს.

ცნობისთვის, კლინიკა „ჯერარსი“ დაპროექტებულია გამოცდილი ქართველი სპეციალისტებისა და ისრაელიდან მოწვეული ექსპერტების მიერ. შენობა-ნაგებობა აშენებულია 12000 კვ.მ. ფართობზე და დაგეგმარებულია უსაფრთხოების და ეკოლოგიის ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. კლინიკაში განთავსებულია 10 საოპერაციო, 2 კათეტერიზაციის ლაბორატორია და 208 საწოლი პაციენტებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g