LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, კლინიკური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ფორუმი ტარდება – ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა

318
თბილისში, კლინიკური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ფორუმი ტარდება - ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა

თბილისში, კლინიკური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ფორუმი ტარდება, რომლის მიზანიც, ამ მიმართულებით, ცოდნის გაღრმავება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა.  

ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. მიხეილ სარჯველაძემ, ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს დარგის განვითარებას.

ორდღიანი ფორუმი მოიცავს კლინიკურ შემთხვევებზე დაფუძნებულ პრეზენტაციებს. მონაწილეები ენდოკრინოლოგიის თანამედროვე მიდგომების ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოყენების მეთოდებს განიხილავენ. ამერიკის შეერთებული შტატების „მეიოს“ კლინიკის წამყვანი ექსპერტები კი, დამსწრე ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს, ენდოკრინოლოგიის უახლეს მიღწევებსა და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

ფორუმი კლინიკური ენდოკრინოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება. ღონისძიებაში, 400-მდე ქართველი და საერთაშორისო დელეგატი – ენდოკრინოლოგები, კარდიოლოგები, ნეიროქირურგები და შინაგანი მედიცინის სპეციალისტები მონაწილეობენ.

Dio magti 5g