LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში კრეატიული რეკლამის ფესტივალი EPICA გაიმართება

77

თბილისში კრეატიული რეკლამის ფესტივალის დღეები გაიმართება. ამის შესახებ ”ფორტუნას” EPICA AWARDS-ის ოფიციალურმა წამომადგენელმა საქართველოსა და აზერბაიჯანში მიხო ქოჩაკიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, EPICA DAYS IN TBILISI 2015 – არის საშუალება კომუნიკაციის, მარკეტინგისა და მასმედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის, დაესწრონ გლობალურ საკომუნიკაციო სფეროსთან დაკავშირებულ მასტერკლასებს და ასევე, წარადგინონ
თავისი ნამუშევრები, რომელსაც შეაფასებს სარეკლამო სფეროში მოღვაწე ცნობილი მწერალი და ჟურნალისტი, “ეპიკა ევორდსის” ჟიურის წევრი და “ეპიკას დღეების” მოდერატორი მარკ ტანგეიტი.

”ამას გარდა, ყველას ვისაც აინტერესებს კრეატიული კომუნიკაცია, ექნება შესაძლებლობა ფესტივალის დღეებზე წარმოადგინოს საკუთარი ნამუშევარი, რომელსაც მარკ ტანგეიტი შეაფასებს. თუ მას მოეწონება ნამუშევარი, მის ავტორს გადასცემს სპეციალურ დიპლომს, რომელიც ამ ადამიანს შესაძლოა სერიოზული სამსახურის დაწყებაშიც კი დაეხმაროს”,- განუცხადა ”ფორტუნას” მიხო ქოჩაკიძემ.

მისი თქმით, გამრჯვებულ ნაშრომს გამოავლენენ 4 ნომინაციაში- საუკეთესო პრინტი, ვიდეო, ვებ-ნამუშევარი და საუკეთესო კამპანია.

EPICA DAYS IN TBILISI 2015 11 – 13 დეკემბერს საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” გაიმართება და მასზე დასწრების მსურველს, შეუძლია რეგისტრაცია გაიაროს ფესტივასლი ”ფეისბუქის” გვერდზე და შეავსოს ონლაინ აპლიკაცია.

EPICA DAYS IN TBILISI – 1999 წლიდან ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებაა კავკასიის სარეკლამო და საკომუნიკაციო სექტორში. დღიდან დაარსებისა, ღონისძიების მხარდამჭერია საფრანგეთის საელჩო საქართველოში. წელს მხარდამჭერების სიას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროც შეუერთდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g