LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში “ლიბერთი ბანკის” კიდევ ერთი ფილიალი დააყაჩაღეს

91
policiislentia

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ კიდევ ერთი ფილიალი დააყაჩაღეს.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მათივე ცნობით, ადგილზე ამ დროისთვის პოლიციასთან ერთად, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ყაზბეგის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალიც დააყაჩაღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g