LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მაღალი მოდისა და prêt-à-porter-ს უნიკალური იტალიური ტანსაცმელი გამოიფინა

91

“ვითიბი ბანკის”  მხარდაჭერით  ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენა “იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი” გაიხსნა.

როგორც ”ფორტუნას” ”ვითიბი ბანკიდან” აცნობეს, საქართველოში პირველად  იტალიური კრეატიულობის საუკეთესო ნიმუშები გამოიფინა, მაღალი მოდისა და prêt-à-porter-ს უნიკალური ტანსაცმელი: EmilioSchuberth, SorelleFontana, RobertoCapucci, Valentino, Sarli, Lancetti, RenatoBalestra, MarellaFerrera, Brioni, GiorgioArmani, LauraBiagiotti, RobertoCavalli, Dolce&Gabbana, Fendi, SalvatoreFerragamo, GianfrancoFerré, Gucci, Crizia, MaxMara, Missoni, Moschino, Prada, Trussardi, Versace და სხვა ცნობილი იტალიური მოდის სახლებისა და დიზაინერების საუკეთესო ქმნილებები. გამოფენაზე 70-მდე ექსპონატია წარმოდგენილი.

მათივე ინფორმაციით, კომპანია Galgano&Tota-ს მიერ ჩაფიქრებულ და განხორციელებულ ექსპოზიციას დიდი წარმატება ხვდა წილად იტალიისა და სხვა ქვეყნების  ცნობილ საგამოფენო სივრცეებში. საქართველოში აღნიშნული გამოფენა  იტალიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. ექსპოზიციას მხარს უჭერს  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. ღონისძიების გენერალური სპონსორია  “ვითიბი ბანკი.“.

გამოფენა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 10 იანვრამდე გაგრძელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g