LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა

143
86453653685

თბილისში, ვარკეთილში, ალექსიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში, ინდოეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა, რაც განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება.

ძეგლი, რომლის ავტორია ინდოელი მოქანდაკე გაუტამ პალი, საქართველოს საჩუქრად გადმოეცა ინდოეთის მხრიდან.

ძეგლის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს და სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საქართველოში მაჰათმა განდის ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კაკაბაძე.

„მოხარული ვარ, რომ დღევანდელი დღე მეტად დატვირთული აღმოჩნდა სასიამოვნო ფაქტებით. დღეს ქართველი ხალხისთვის ისტორიული და უაღრესად სულიერი მნიშვნელობის მოვლენის მომსწრენი გავხდით – ბატონმა მინისტრმა ინდოეთიდან საქართველოში ჩამოაბრძანა და საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს პირადად გადასცა გოაში წმინდა ავგუსტინის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებში გათხრების დროს აღმოჩენილი წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების ერთი ფრაგმენტი, ეს ფაქტი, ისევე როგორც მაჰათმა განდის ძეგლის გახსნა თბილისში, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების გულითად და ისტორიულად მეგობრულ ხასიათს.”-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g