თბილისში, პეკინის ქუჩაზე მაღაზია „აიპლუსი“ გაქურდეს. ქურდობის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას „აიპლიუსი“ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
მძარცველებმა ჩაამტვრიეს მაღაზიის ვიტრინა და ძვირად ღირებული მობილური ტელეფონები წაიღეს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების მიხედვით, მძარცველები სავარაუდოდ არასრულწლოვნები არიან.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.