მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე, საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით აქციას მართავენ.
მათ ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ: საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ეს 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.
“დაველოდებით კომპეტენტურ პირს, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს და გაგვცეს პასუხები, თუ არავინ არ იღო ყურად ჩვენი მოთხოვნები, ამ შემთხვევაში მივმართავთ რადიკალურ ზომებს”.
აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, რომ შესაბამისი კომპეტენტური პირები 16:00 საათამდე შეხვდნენ და მათ მოთხოვნაზე პასუხი გასცენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მსვლელობას აანონსებენ.