თბილისში მოქმედი სამარშრუტო ტაქსების ნაწილი ხვალ გაფიცვას გეგმავს. ხვალ 09:00 საათიდან სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცებიან და მოითხოვენ ხელშეკრულების პირობების გადახედვას, ასევე, შრომითი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ერთ-ერთი მძღოლის თქმით, ხელშეკრულების მიხედვით, 7 წლის მუშაობის შემდეგ, სამარშრუტო ტაქსი მძღოლის საკუთრებაში უნდა გადასულიყო, თუმცა ადმინისტრაცია დამატებით წელიწადი და 4 თვით მუშაობას ითხოვს.
„სამარშრუტო ტაქსები 7 წლის შემდეგ მძღლების საკუთრებაში უნდა გადმოსულიყო. თუმცა, ამ პირობას არ ასრულებენ. ადმინისტრაცია გვეუბნება, რომ წელიწადი და 4 თვე კვლავ გავაგრძელოთ მუშაობა იმავე გეგმით, როგორც ვმუშაობდით და დამატებით 18 ათასი ლარი სურთ მივცეთ.
რაღაც პროცენტებს გვიმატებენ და სხვადასხვა რამეს გვეუბნებიან. მოკლედ, ამ სამარშრუტო ტაქსების გადმოცემა არ სურთ. ასეთი ტიპის პრობლემა გვაქვს დაახლოებით სამარშრუტო ტაქსებზე მომუშავე 80 პროცენტს,“ – განაცხადა ვასილ ლორიამ.