LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში MOXY-ს პირველი სასტუმრო აშენდება

123

თბილისში “მარიოტის“ ქსელის ბრენდის – „მოქსის” (MOXY) ბრენდის პირველი სასტუმრო აშენდება.

“ჯი-ემ-თი ჯგუფის” ახალი პროექტის პრეზენტაცია დღეს ზაარბრუკენის მოედანზე გაიმართება. ღონისძიებას დაეწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროექტის საინვესტიციო მოცულობა 25 მლნ აშშ დოლარია.

სასტუმრო ”მოქსის” მართვის ხელშეკრულებას ”ჯი-ემ-თი ჯფუფსა” და ”მარიოტს” შორის ხელი გასულ წელს მოეწერა. პროექტით გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 130 ნომრიანი სასტუმროს და საოფისე ფართების მოწყობა, რომელსაც შენობის გარკვეული ნაწილი დაეთმობა. ასევე, დაგეგმილია სავაჭრო სივრცისა და ფუნიკულიორის კომპლექსში არსებული კაფე ”პური გულიანის” და ქართული რესტორნის ”ჩელას” ფილიალების განთავსება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g