LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

259
3f7e6d519102934f4b91c8118ee0fe22_XL

თბილისში, კოსტავას 75 ნომერში მშენებარე  კორპუსიდან მუშა გადმოვარდა.

როგორც „ფორტუნას“ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მისულ ბრიგადას მუშა გარდაცვლილი დახვდა.

„ჩვენ არანაირი მომსახურება არ გაგვიწევია, ადგილზე მისულებს, მუშა გარდაცვლილი დაგვხვდა,“ – განაცხადეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g