LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა

122

თბილისში, საბურთალოზე, შარტავას ქუჩის N31-ში მშენებარე ობიექტიდან მამაკაცი გადმოვარდა.

სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდნილი მუშა ადგილზე დაიღუპა.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ეს ქმედება ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი იყო.

magti 5g