თბილისში, ნინო ჟვანიას №10-ში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
ამ მშენებლობაზე დასაქმებული ერთ-ერთი მუშის ინფორმაციით, ის 26 წლის იყო.
მისივე განმარტებით, მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია.
„ჩვენი მუშა იყო. მშენებლობაზე შიდა სამუშაოებს ასრულებდა. აივანზე გავიდა და იქიდან გადავარდა. ზოგადად, უსაფრთხოების ზომები დაცულია,“ – განაცხადა ერთ-ერთმა მუშამ.
ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი პროზექტურაში ჯერ არ გადაუსვენებიათ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.