LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მშობიარე ქალის დაღუპვის საქმეზე 2 ექიმს პატიმრობა მიუსაჯეს

347
არდაცვლილი მშობიარე ნატალია აბრამიშვილი

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მშობიარე ქალის დაღუპვის საქმეზე ორი ექიმი დამნაშავედ ცნო. 

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს, თბილისში, დედათა დახმარების სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილება „ნინოს“ მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელმა, მიუხედავად იმისა, იცოდა რომ ერთ-ერთ ექიმს შეჩერებული ჰქონდა „მეანობა-გინეკოლოგიაში“ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, პაციენტი სამშობიაროდ და შემდგომი მეთვალყურეობისთვის მას გადააბარა, თავად კი პაციენტს უშუალო მეთვალყურეობა აღარ გაუწია.

„მშობიარობის შემდგომ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, ლიცენზია-შეჩერებულმა ექიმმა ვერ შეძლო სწორი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობის ჩატარება, რის გამოც 2018 წლის 11 აგვისტოს პაციენტი გარდაიცვალა.

მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით), ხოლო მეორე პირს 246-ე მუხლის მეორე ნაწილით (უკანონო საექიმო საქმიანობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა“. – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთს 3 წლით და 6 თვით, ხოლო მეორეს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ბრალდებულები სასამართლო დარბაზში დააკავეს.

ცნობისთვის, გარდაცვლილი მშობიარე ნატალია აბრამიშვილი იყო, რომლის მდგომარეობაც ბავშვის დაბადებიდან მალევე დამძიმდა, ის სხვა კლინიკაში გადაყვანისას დაიღუპა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g