ავტოსაგზაო შემთხვევისას, თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები სამაშველო ოპერაციას ატარებს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ფორტუნას“ განუცხადეს, ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
