კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი“ „მწვანე ბუდაპეშტის“ დასრულების შემდეგ, უფრო მასშტაბური, 115 მილიონ დოლარამდე ღირებულების პროექტ ,,მწვანე ალმასის“ მშენებლობას იწყებს.
„ვფიქრობთ, რომ ჩვენი კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციებით, ხელს ვუწყობთ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასა და საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ხოლო ახალი პროექტი „მწვანე ალმასის“ სახით დედაქალაქს სრულიად განსხვავებული ტიპის საცხოვრებელ კომპლექსს შევმატებთ, “- განაცხადა „მაქრო ქონსთრაქშენის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ პროექტების განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, გაყიდვებისა და მარკეტინგის დარგში – ოღუზ ქაან ქარაერმა.
ახალი პროექტი ,,მწვანე ალმასის“ მშენებლობა თბილისის ეკოლოგიურად სუფთა უბანში – დიღომში, ოლიმპიური ობიექტების მახლობლად უკვე დაიწყო. საცხოვრებელი კომპლექსი 70 000 კვ. მეტრამდე ტერიტორიაზეა განთავსებული, აქედან 23 143 კვ.მ. შიდა გამწვანებული ეზო იქნება. კომპლექსში 23 საცხოვრებელი ბლოკი აშენდება, 1772 ბინით. ,,მწვანე ალმასში“ მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ყველაფერი, რაც კომფორტული ცხოვრებისთვის არის საჭირო: საცურაო აუზები, საბავშვო და ღია სპორტული მოედნები, კალათბურთის სათამაშო სივრცეები, სარბენი ბილიკები, სპორტული დარბაზი, სავაჭრო ობიექტები, სოციალური აქტივობებისთვის განკუთვნილი ვერანდები, საბავშვო ბაღი და სკოლა.
ცნობისთვის, 2013 წლიდან დღემდე ,,მაქრო ქონსთრაქშენმა“ საქართველოს ბაზარზე 70 მილიონ დოლარამდე ინვესტირება მოახდინა, დამატებით კი 150 მილიონ დოლარამდე ინვესტირებას გეგმავს.