მარჯანიშვილის მოედანზე „ძლიერი საქართველოს“ ორგანიზებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მხარდასაჭერი მარში მიმდინარეობს.
მარშის მონაწილეები ლოზუნგით – “მზიასთვის!” მარჯანიშვილის მოედნიდან რუსთაველამდე მსვლელობით მიემართებიან.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეშია. მათი თქმით, მზია ამაღლობელი 19 დღეა საპატიმროში შიმშილობს, რაც ჟურნალისტის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
შეკრებილების უმთავრესი მოთხოვნაა მზია ამაღლობელის და აქციების დროს დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.