LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ორი ადამიანი დაჭრეს

421
დაჭრა

დიდუბეში ორი ადამიანი, სავარაუდოდ, შელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს. შემთხვევა, წყალტუბოს ქუჩაზე მოხდა. ინფორმაცია რადიო “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ რამდენიმე პირს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, რასაც ახალგაზრდების დაჭრა მოჰყვა, თუმცა დეტალები და მიზეზები უცნობია.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მხულით დაიწყო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები